ტერმინალები

შპს „GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ ფლობს საკონტეინერო ტერმინალებს ფოთსა და თბილისში. ტერმინალი აღჭურვილია სერთიფიცირებული ამწე ტექნიკით, რკინიგზის ჩიხით, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემით. მაღალკვალიფიციური კადრები და მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები გარანტიაა სწრაფი, ხარისხიანი და მომხმარებელზე მორგებული მომსახურების.

თბილისის ტერმინალი

GR ლოგისტიკა და ტერმინალები ოპრირებას უწევს თბილისში ერთადერთ ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 5 ჰექტარ ტერიტორიაზე.

ტერმინალზე დამონტაჟებულია ორი  „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე თითოეულის ტვირთამწეობაა 45-50 ტონა, ხუთი ცალი ავტომტვირთავი  2-3.5 ტონა ტვირთამწეობით. სამი სარკინიგზო ხაზი , ორი 300 მეტრი , ერთი კი 640 მეტრი  სასარგებლო სიგრძით. კომპანია ფლობს საკუთარ ჩეხური წარმოების თბომავალს. ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია დახურული საბაჟო საწყობი, ასევე სამი ცალი გადატვირთვის მაგიდა ვაგონიდან პირდაპირ კონტეინერში გადასატვირთად და პირიქით.  ტერმინალზე განთავსებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული ორმოცდაათი ცალი 20' კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სასაწყობედ.

GR ლოგისტიკა და ტერმინალების თბილისის საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებულია 50 ადამიანი.

იხილეთ ღირებულება
ფოთის ტერმინალი

GR ლოგისტიკა და ტერმინალები ოპერირებას უწევს ფოთის ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 8 ჰექტარ ტერიტორიაზე.

ტერმინალზე დამონტაჟებულია  „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე  ტვირთამწეობაა – 35-40 ტონა, ასევე ტერმინალს გააჩნია საკუთარი SANY-ის ფირმის რიჩსტაკერი, ექვსი ცალი ავტომტვირთავი 2-3 ტონამდე ტვირთამწეობით, ასევე საკუთრებაში არსებული ჩეხური წარმოების თბომავალი.  ტერმინალს აქვს ორი სარკინიგზო ხაზი თითო 800 მერტრიანი სასარგებლო სიგრძით. ტერმინალზე განთავსებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული  20’ კონტეინერები, რომელიც გამოიყენება სასაწყობედ. ტერმინალზე ასევე განთავსებულია სამი ცალი გადატვირთვის მაგიდა, ვაგონიდან პირდაპირ კონტეინერში გადასატვირთდ და პირიქით. 

GR ლოგისტიკა და ტერმინალების თბილისის საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებულია 50 ადამიანი.

იხილეთ ღირებულება
საწყობი და შენახვა

სატერმინალო მომსახურება მოიცავს:

  • კონტეინერების შენახვა

  • ნებისმიერი სახის დატვირთვა / დაცლის ოპერაციები

  • საბაჟო / არა საბაჟო საწყობებით მომსახურება

  • ტვირთის პირდაპირი გადატვირთვა ვაგონიდან კონტეინერში / მანქანაში ან პირიქით

  • ტვირთის გადატვირთვა ვაგონიდან კონტეინერში / მანქანაში ან პირიქით დახურული საწყობის გამოყენებით

  • ტერმინალის შიდა სარკინიგზო ხაზის და ჩიხის გამოყენების შესაძლებლობა

  • საქონლის გადაფუთვის და მარკირების სერვისი
იხილეთ ღირებულება