GR ლოგისტიკა და ტერმინალები ოპრირებას უწევს თბილისში ერთადერთ ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 5 ჰექტარ ტერიტორიაზე.
ტერმინალზე დამონტაჟებულია ორი „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე თითოეულის ტვირთამწეობაა 45-50 ტონა, ხუთი ცალი ავტომტვირთავი 2-3.5 ტონა ტვირთამწეობით. სამი სარკინიგზო ხაზი , ორი 300 მეტრი , ერთი კი 640 მეტრი სასარგებლო სიგრძით. კომპანია ფლობს საკუთარ ჩეხური წარმოების თბომავალს. ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია დახურული საბაჟო საწყობი, ასევე სამი ცალი გადატვირთვის მაგიდა ვაგონიდან პირდაპირ კონტეინერში გადასატვირთად და პირიქით. ტერმინალზე განთავსებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული ორმოცდაათი ცალი 20' კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სასაწყობედ.
GR ლოგისტიკა და ტერმინალების თბილისის საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებულია 50 ადამიანი.