სიახლეები

სატრანზიტო და შიდასახელმწიფოებრივი სატვირთო გადაზიდვების სტიმულირებისათვის კომპანია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომბინირებული საავტომობილო - სარკინიგზო პროექტის (საკონტრეილერო გადაზიდვები) განხორციელებაზე.

19.08.2020

შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები (შემდგომში GRLT), როგორც სს „საქართველოს რკინიგზის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია, ეძებს ალტერნატივებს სატვირთო გადაზიდვების მომსახურებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, GRLT სურს შექმნას და განავითაროს კომბინირებული საგზაო-სარკინიგზო მომსახურება, რომელიც უკვე ხორციელდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ეს შეამცირებს სატვირთო მანქანების რაოდენობას და შესაბამისად ნახშირბადის გამოყოფის შემცირება დადებითად იმოქმედებს გარემოზე. ამასთან, კომბინირებული საავტომობილო სარკინიგზო ტრანსპორტირებას დადებითი ეფექტი ექნება სარკინიგზო სექტორის გაჯანსაღებაზე და სატვირთო გადაზიდვების სფეროში რკინიგზის როლის ამაღლებაზე.

კონკურსის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.
Contrailer Project EOI (GEO).docx