სიახლეები

17 ივნისს, ანკარაში, გაფორმდა მემორანდუმი სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და თურქეთის რკინიგზის შვილობილ კომპანია „TCDD-ს“ შორის

18.06.2019

17 ივნისს, ანკარაში, გაფორმდა მემორანდუმი სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და თურქეთის რკინიგზის შვილობილ კომპანია „TCDD-ს“ შორის

 

თურქეთისა და საქართველოს მხარეები,  იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში სტრატეგიულ და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას გეგმავენ.  მხარეებმა იმსჯელეს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) პროექტის ფარგლებში ახალი ტვირთის მოზიდვის პოტენციალზე.

შეხვედრის დასასრულს  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „GR ლოგისტიკა და ტერმინალების“ დირექტორმა, ლაშა ახალბედაშვილმა და „TCDD-ის“ ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰმეთ ალტინოზმა მოაწერეს.

მემორანდუმის მხარეები  ბაქო-თბილისი-ყარსის  (BTK) პროექტის ფარგლებში მოკლევადიანი წლის ჭრილში  წელიწადში ერთი მილიონი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3-4 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის პოტენციალს ხედავენ. მხარეები  ასევე მომავალში განიხილავენ   კომბინირებული სატვირთო გადაზიდვების მარშრუტის (სარკინიგზო + ზღვის) განვითრებას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და მრავალპროფილურ  ლოგისტიკურ კომპანია „Pasifik Eurasia Lojistik-ს“ შორის.